ინგლისური პრესა - „ლივერპული“ მანეს წასვლის შემთხვევაში მბაპეს იყიდის
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე, შესაძლოა, „ლივერპულში“ გადავიდეს.
როგორც რამდენიმე ინგლისური წყარო წერს, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული 21 წლის ფრანგის შეძენას იმ შემთხვევაში შეეცდება, თუ დაკარგავს ფორვარდ სადიო მანეს, რომელსაც აქტიურად მადრიდის „რეალი“ ეპატიჟება.
მბაპეს მიმდინარე ხელშეკრულება პსჟ-სთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისი სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონ ევროს შეადგენს.
ამ სეზონში კილიანმა საფრანგეთის ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.