„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, შესაძლოა, გერმანიის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში.
მერსისაიდელთა დამრიგებელთან დაახლოებული წყაროს ცნობით, 52 წლის სპეციალისტი განიხილება იოახიმ ლიოვის პირდაპირ შემცვლელად.
აღნიშნავენ, რომ კლოპი მართლაც ფიქრობს ბუნდესნაკრებში შესაძლო დანიშვნის შესახებ და ამ შესაძლებლობას თავისი კარიერის ლოგიკურ განვითარებად მიიჩნევს.
გერმანელი სპეციალისტი „ლივერპულში“ 2015 წლის შემოდგომიდან მუშაობს. ცოტა ხნის წინ, მან მერსისაიდულ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.