ინგლისური პრესა - ერთა ლიგის სტარტი შეიძლება გადაიდოს
ინგლისური პრესა - ერთა ლიგის სტარტი შეიძლება გადაიდოს

ერთა ლიგის მეორე გათამაშების (2020-21) სასტარტო ტურები, რომლებიც სექტემბერსა და ოქტომბერშია დანიშნული, შესაძლოა, გაურკვეველი დროით გადაიტანონ კორონავირუსის პანდემიის გამო.

გაზეთ „ინდეპენდენტის“ ინფორაციით, ფიფა და უეფა ერთად მუშაობენ და განიხილავენ საერთაშორისო მატჩების კალენდრის ორ ვარიანტს. პირველ ვარიანტში 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში მატჩების გადატანის გამო, ამ თვეებში თითოეულ ქვეყანაში ჩატარდება სამიდან ექვს მატჩამდე.

ასევე განიხილება ეროვნული გუნდების მატჩებისთვის დამატებითი ფანჯრების შექმნის შესაძლებლობა 2020 წლის ნოემბერში, აგრეთვე, 2021 წლის მარტში, ივნისსა და სექტემბერში.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე C ლიგის მეორე ჯგუფშია მოხვედრილი სომხეთის, მაკედონიისა და ესტონეთის ნაკრებებთან. ჩვენი გუნდის თამაშების განრიგია: 5 სექტემბერი – ესტონეთთან (სტუმრად), 8 სექტემბერი – მაკედონიასთან (შინ), 8 ოქტომბერი – სომხეთთან (სტუმრად), 11 ოქტომბერი – მაკედონიასთან (სტუმრად), 13 ნოემბერი – სომხეთთან (შინ), 16 ნოემბერი – ესტონეთთან (შინ).