ინგლისური გამოცემა - „მეცი“ მიქაუტაძის ტრანსფერში 2,5 მილიონს არ დათანხმდა და თანხის გაორმაგებას ითხოვს #1TVSPORT
„ბარნლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვინსენტ კომპანიმ უარი თქვა „მეცის“ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის დამატებაზე, რადგან ეს შეუძლებელი აღმოჩნდა – ინფორმაციას გამოცემა burnleyexpress ავრცელებს.
„ბარნლიმ“ ყურადღება უნდა გადაიტანოს ახალი თავდამსხმელის პოვნაზე, რადგან, როგორც ჩანს, „მეცის“ ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის გადაყვანის შესაძლებლობა დაკარგა.
კვირას მედიამ კიდევ ერთხელ გაავრცელა ცნობა ამის თაობაზე, მაგრამ ახლა ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბმა უარყო 2,5 მილიონი ევროს შეთავაზება და თანხის გაორმაგებას ითხოვს.
მიქაუტაძემ ბოლო ორი სეზონი იჯარით გაატარა ბელგიის პირველ დივიზიონის „სერენში“, ახალი სეზონის წინ კი საფრანგეთში დაბრუნდა და ჩემპიონატი ორი გოლით და სამი საგოლე გადაცემით დაიწყო“, – წერს ინგლისური გამოცემა.