ინგლისური გამოცემა - „ევერტონის“ ექსდირექტორმა დაადასტურა, რომ კვარაცხელიათი დაინტერესებულები იყვნენ #1TVSPORT
რუსულ გამოცემა „სპორტ24“-ში ყაზანის „რუბინის“ სპორტულიო დირექტორის, ოლეგ იაროვინსკის გაკეთებულ კომენტარებს ხვიჩა კვარაცხელიაზე hitc გამოეხმაურა.
ინგლისური გამოცემა კონკრეტული ფაქტებით განმარტავს, რომ 22 წლის ქართველი ტალანტით პრემიერლიგის კლუბების ინტერესზე გავრცელებული ინფორმაცია ჭორი არ ყოფილა.
„ძალიან იმედგაცრუებულია
ყაზანის „რუბინის” სპორტულ დირექტორს შეუძლია გაიგოს, თუ რატომ იყო იმედგაცრუებული ხვიჩა კვარაცხელია „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“ ან „ლიდს იუნაიტედთან“ შეფერხებული მოლაპარაკებებით და პრემიერ ლიგაში საოცნებო ტრანსფერის ჩაშლით.
ყველა ფეხბურთელს აქვს ზაფხულში მოლოდინი, რამაც შეიძლება მათზე ცუდი კვალი დატოვოს. ჰკითხეთ ჰარი კეინს, რაც მან განიცადა. კვარაცხელიას მედიაში არ ეთმობა იმდენი წერილი, რამდენიც ინგლისის ნაკრების კაპიტანს, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ დიდი ფულის საფასურად სურდა „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა. „რუბინის“ ქართველმა ფეხბურთელმაც აღიარა, რომ „ლიდს იუნაიტედში“ შესაძლო გადასვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ამის შემდეგ „ტოტენჰემმა“ გამოხატა ინტერესი, ისევე როგორც „კრისტალ პალასმა“. ამ დროს მარსელ ბრენდსმა დაადასტურა, რომ „დინამო თბილისის“ ყოფილი ვარსკვლავი „ევერტონს“ შესთავაზეს, მაგრამ აგვისტოს ბოლოს სატრანსფერო „ფანჯარა“ რომ დაიხურა, კვარაცხელიას მოუწია შეგუებოდა იმ ფაქტს, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ლიგის კლუბში საოცნებო ტრანსფერი ჩაუვარდა“.
„შეუერთდება თუ არა ხვიჩა კვარაცელია ამ ზაფხულს პრემიერ ლიგის კლუბს? მისით დაინტერესებულია ბუნდესლიგის ტოპ კლუბი და პრემიერ ლიგის ორი ტოპ კლუბი. თუ რომელიმე მათგანი ხვიჩაზე საბოლოო შეთავაზებით მოგვმართავს, ასი პროცენტით გავყიდდით, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. მესმის, რატომ არის ნაწყენი – როცა ბავშვობაში უყურებდი ამ ლიგებს და ფიქრობ, რომ იქ წასვლის რეალური შესაძლებლობა გაქვს, მაგრამ არავინ მიყავხარ, დიდი იმედგაცრუებაა“, – განმარტავს „რუბინის“ დირექტორი, ოლეგ იაროვინსკი.
„ხვიჩა კვარაცხელია დეკემბერში დაბრუნდა ჭორების რუბრიკაში და ცნობილი გახდა, რომ მისით „ევერტონი“ და „საუთჰემპტონი“ ინტერესდებიან, მაგრამ ორი თვე გავიდა და კვარაცხელია კვლავ რუსეთშია. და თუ ვერ დაიბრუნებს იმ ფორმას, რამაც გასულ წელს აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ახალგაზრდა ფეხბურთელად აქცია, ის 2023 წელსაც ყაზანის „რუბინის“ მოთამაშე იქნება“, – წერს ინგლისური გამოცემა.
წერილშია ნახსენები მარსელ ბრენდსი „ფეინოორდის“ ფეხბურთელი იყო, ამჟამად კი 59 წლის ნიდერლანდელი საფეხბურთო მენეჯერია. მუშაობდა „ვაალვაიკის“, „ალკმაარის“, „ეინდჰოვენის“ და „ევერტონის“ ტექნიკურ დირექტორად. მან „ევრტონი“ 2021 წლის 5 დეკემბერს დატოვა, შესაბამისად, კარგად იცოდა, ლივერპულის კლუბი ქართველ თავდამსხმელს რომ იწვევდა.