ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა რეი უილკინსი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა
„ჩელსის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი რეი უილკინსი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გასულ კვირას, უილკინსი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. საკუთარ სახლში გულის გაჩერების შემდეგ, ყოფილი ფეხბურთელი დაეცა და იატაკზე თავი დაარტყა. საავადმყოფოში ექიმებმა უილკინსი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს და გული აუმუშავეს, მაგრამ ოთხშაბათს ის გარდაიცვალა.
რეი უილკინსმა 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა “ჩელსიში”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ქუინზ პარკში”. ასავე თამაშობდა “მილანში”, “პარი სენ-ჟერმენში”, “რეინჯერსსა” და “კრისტალ პალასში”. ინგლისის ნაკრებში მას 83 მატჩი დაუგროვდა.
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, უილკინსი მწვრთნელად მუშაობდა “ქუინზ პარკში”, “ფულჰემსა” და იორდანიის ნაკრებში. მწვრთნელის ასისტენტის (“ჩელსი”) რანგში, მას მოგებული აქვს პრემიერლიგა და ინგლისის თასი.
ჯერ კიდევ გასულ კვირას, უილკინსი Sky Sports-სა და რადიო Talksport-ზე ექსპერტად მუშაობდა და ჯანმრთელობას არ უჩიოდა.