ინგლისური ენის თანამედროვე ინტერნეტ-ლექსიკონში (Urban Dictionary) გაჩნდა ზმნა, რომლის ეტიმოლოგიას მკითხველი მიჰყავს „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ბელგიის ნაკრების ფორვარდთან, რომელუ ლუკაკუსთან.
„იუნაიტედის“ ფანებმა ზმნა „ლუკაკუ“ ლექსიკონში ოფიციალურად შეიტანეს და მას ორი მნიშვნელობა აქვს:
1. რაღაცის საკუთარი კონტროლიდან გაშვება;
2. რაღაცის გაფუჭება კონცენტრაციის ან ცოდნის ნაკლებობის გამო.
ეს ზმნა ბოლო პერიოდში რომელუ ლუკაკუს ცუდი თამაშიდან მომდინარეობს. პრემიერლიგის წინა ტურში ბელგიელმა შეწყვიტა 981-მატჩიანი უგოლო სერია, შუა კვირას, ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ვალენსიას“ წინააღმდეგ, ლუკაკუმ 10-ჯერ მისცა პასი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს.