ინგლისთან მატჩისთვის საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
ინგლისთან მატჩისთვის საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

1-ელ ივნისს „ავჭალის“ სტადიონზე საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს ინგლისელი თანატოლების წინააღმდეგ. თამაში 16:00 საათზე დაიწყება.

ამ მატჩისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ შემადგენლობა დაასახელა.

პირველი მატჩის მსგავსად, უმცროსი „ბორჯღალოსნების“ განაცხადში 30 მოთამაშეა. გუნდს რამდენიმე ლეგიონერი დაემატა, თუმცა სრული შემადგენლობის შეკრება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.

საქართველო

ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე („ლელო“), 14. ლუკა კობაური („პერპინიანი“), 13. თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), 12. გიორგი შველიძე („ბრივი“), 11. ლუკა ცირეკიძე („ლელო“), 10. პეტრე ხუციშვილი („ლელო“), 9. დავით ხუროშვილი („ლელო“);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), 2. თამაზ ჭამიაშვილი („ხარები“), 3. ლაშა ფხაკაძე („ნევერი“), 4. გურამ ღანიაშვილი („გრენობლი“), 5. გიორგი ნიკოლაძე („აია“), 6. რატი ზაზაძე („ნევერი“), 7. ნიკოლოზ საყვარელიძე („ორიაკი“), 8. ნიკა ლომიძე („ხარები“).

მარქაფა: 16. გიგი ჭუმბურიძე („აია“), 17. ლუკა კოტორაშვილი („ხვამლი“), 18. დავით მჭედლიშვილი („ლელო“), 19. მურთაზ ცხადაძე („არესი“), 20. ლუკა სულუაშვილი („ხვამლი“); 21. ალექსანდრე ჯიღაური („ლელო“), 22. გელა ხელაძე („ლელო“), 23. დიტო ბერაია („ლელო“), 24. საბა არჩვაძე („ლელო“), 25. ლუკა სახელაშვილი („ლოკომოტივი“), 26. დავით ბერიძე („ლელო“), 27. თორნიკე ღანიაშვილი („ლელო“), 28. ანდრო დვალი („ლელო“), 29. დავით ვარდანიძე („აია“), 30. დავით მჭედლიძე („ტულონი“).

ლადო კილასონია: „პირველი თამაშის შემდეგ რამდენიმე ლეგიონერი დაგვემატა და შემადგენლობაში ცვლილებებია, რათა ყველას მივცეთ თავის გამოჩენისა და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად მივყვეთ სათამაშო გეგმას და გამოვასწოროთ სუსტი წერტილები, რომლებიც პირველმა თამაშმა დაგვანახა. თამაშებს შორის სულ ორი სრულფასოვანი ვარჯიში გვქონდა და ასეთ მცირე დროში რთულია ყველაფრის გამოსწორება. გავაანალიზეთ ინგლისთან განვლილი შეხვედრა, ვფიქრობ, ყველას გააზრებული აქვს, სად გვქონდა პრობლემები და შევეცდებით, ყველა ასპექტში უკეთესები ვიყოთ“.

ინგლისთან თამაშის შემდეგ ბიჭები დაისვენებენ, 5-იდან 9 ივნისის ჩათვლით დასკვნითი შეკრება გაიმართება, რის შემდეგაც სამწვრთნელო შტაბი საბოლოო შემადგენლობას დაასახელებს და 13 ივნისს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება.

20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის 20-წლამდელებთან ერთად მოხვდა.

ლადო კილასონიას გუნდი პირველ შეხვედრას 24 ივნისს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჩაატარებს (21:00 თბილისის დროით), 29 ივნისს საქართველოს ნაკრების მეტოქე არგენტინა იქნება (18:30), ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრაში 4 ივლისს იტალიას ვეთამაშებით (13:00).