ტელეკომპანის ბი-ბი-სის ინფორმაციით, ინგლისში, 83 წლის ასაკში, მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი რეი უილსონი გარდაიცვალა. ბოლო წლებში, ინგლისის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ალცჰეიმერის ავადმყოფობა სჭირდა.
მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატზე 32 წლის უილსონი გუნდის ყველაზე ასაკოვანი წევრი იყო. საკლუბო დონეზე მან კარიერის დიდი ნაწილი “ჰადერსფილდში” გაატარა, ასევე უთამაშია “ევერტონში”, “ოლდჰემსა” და “ბრედფორდში”.