ინგლისის ჩემპიონატში ახალი ჯილდო გაჩნდა – „საუკეთესო პლეიმეიკერი“. ის გადაეცემა ფეხბურთელს, რომელიც სეზონის განმავლობაში ყველაზე მეტ საგოლე პასს შეასრულებს.
პრიზის პირველი მფლობელი აუცილებლად მანჩესტერიდან იქნება. 2017-2018 წლების სეზონში ყველაზე რეალურ კანდიდატებად მიიჩნევიან “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელები: კევინ დე ბრუინი (15 შედეგიანი გადაცემა), ლეროი სანე (12) და დავიდ სილვა (11). ჯილდოს მაისში, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადასცემენ, – წერს ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალური გვერდი.
აქამდე, ინგლისის ჩემპიონატში ორ ინდივიდუალურ პრიზს გასცემდნენ: “ოქროს ბუცს” – საუკეთესო ბომბარდირს და “ოქროს ხელთათმანს” – მეკარეს, რომელმაც ყველაზე მეტი “მშრალი” მატჩი ჩაატარა.