2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისი პირველ ტურში ტუნისს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში მინიმალური სხვაობით, 2:1 გაიმარჯვა.
პირველი ტაიმი ბრიტანელებმა შეტევებში გაატარეს და გოლის გატანის არაერთი რეალური შანსი ჰქონდათ. მესამე წუთზე ჰასენმა საოცარი სეივი შემოგვთავაზა. ორიოდ წუთში ინგლისელებს გოლის გატანის მეორე კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა სტერნილგმა ბურთი ცუდად დაამუშავა და მისი ცარიელ კარში გაგზავნა ვერ მოახერხა. დაპირისპირების პირველი გოლი ჰარი კეინმა მე-11 წუთზე გაიტანა. ჰასენი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო და სტოუნსის თავური დარტყმა მოიგერია, თუმცა ბურთთან პირველი კეინი გაჩნდა და ანგარიში გახსნა.
35-ე წუთზე ვოქერმა საჯარიმოში იუხეშა და ინგლისელთა კარისკენ პენალტი დაინიშნა, რომელიც ფერჯანი სასიმ ზუსტად შეასრულა 1:1.
ბრიტანელებს მეორე ტაიმშიც ჰქონდათ არაერთი მომენტი, განსაკუთრებით შეხვედრის ბოლო წუთებზე, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. ინგლისელებს თამაშის გმირად მათი კაპიტანი, ჰარი კეინი მოევლინათ. პირველ დამატებულ წუთზე კუთხური დაინიშნა და კეინმა თავური დარტყმით გადამწყვეტი ბურთი შეაგდო.
გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android
და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!