ინგლისმა თავის ისტორიაში პირველად წააგო აფრიკულ ნაკრებთან [ვიდეო] #1TVSPORT
ინგლისმა თავის ისტორიაში პირველად წააგო აფრიკულ ნაკრებთან [ვიდეო] #1TVSPORT

ინგლისის ნაკრებმა ნოტინგემში ამხანაგური მატჩი გამართა სენეგალის ნაკრებთან. ამ შეხვედრაში ისტორიული შედეგი დაფიქსირდა – ინგლისმა პირველად წააგო მატჩი აფრიკის კონტინენტის წარმომადგენელთან.

მასპინძლები ჰარი კეინის გოლით იგებდნენ, მაგრამ შემდეგ სამი გოლი გაუშვეს და 1:3 დამარცხდნენ.

სენეგალთან მატჩამდე ინგლისს აფრიკული ნაკრებების წინააღმდეგ 15 მოგება, 6 ფრე და 0 მარცხი ჰქონდა.

გარდა ამისა, ინგლისმა ისტორიაში პირველად გაუშვა სამი გოლი აფრიკული ნაკრებისგან.