მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუტგეიტმა საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.
23-კაციან სიაში მხოლოდ ხუთი მოთამაშეა, რომელსაც 2014 წლის მუნდიალზე უთამაშია – კეჰილი, ჯონსი, ჰენდერსონი, უელბეკი და სტერლინგი.
სრულად ინგლისელთა განაცხადი ასეთია:
მეკარეები – ჯეკ ბატლენდი (“სტოკი“), ჯორდან პიკფორდი (“ევერტონი“), ნიკ პოუპი (“ბარნლი“);
მცველები – ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (“ლივერპული”), გარი კეჰილი (“ჩელსი”), ფილ ჯონსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), გარი მაგუაირი (“ლესტერი”), დენი როუზი (“ტოტენჰემი”), ჯონ სტოუნზი (“მანჩესტერ სიტი”), კირან ტრიპიერი (“ტოტენჰემი”), კაილ უოკერი (“მანჩესტერ სიტი”), ეშლი იანგი (“მანჩესტერ იუნაიტედი”);
ნახევარმცველები – ერიკ დაიერი (“ტოტენჰემი”), დელე ალი (“ტოტენჰემი”), ჯორდან ჰენდერსონი (“ლივერპული”), ფაბიან დელფი (“მანჩესტერ სიტი”), ჯესი ლინგარდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), რუბენ ლოფტუს-ჩიკი (“ჩელსი”);
ფორვარდები – ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”), მარკუს რეშფორდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი”), დენი უელბეკი (“არსენალი”), ჯეიმი ვარდი (“ლესტერი”).
ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის ნაკრების მეტოქეები იქნებიან: ტუნისი, პანამა და ბელგია.