ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა. რუსეთში გამგზავრებამდე ბოლო მატჩი გარეტ საუტგეიტის გუნდმა ლიდსში, “ელან როუდზე” ჩაატარა და 2:0 მოუგო კოსტა რიკას.
მასპინძელმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა: ჯერ მარკუს რეშფორდმა მე-13 წუთზე გახსნა ანგარიში, 76-ე წუთზე კი დანი უელბეკმა გამოიყენა დელე ალის პასი.
ინგლისმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ბატლენდი (პოუპი, 65) – ჯონსი, სტოუნზი (კეჰილი, 65), მაგუაირი – ჰენდერსონი (ალი, 64)) – ალექსანდერ-არნოლდი (ტრიპიერი, 64), ლოფტუს-ჩიკი (ლინგარდი, 79), დელფი, როუზი – ვარდი (უელბეკი, 61), რეშფორდი.
შეგახსენებთ, 2 ივნისს, ინგლისმა ამხანაგურ მატჩში ნიგერიას 2:1 მოუგო.