ინგლისმა მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი დაკარგა (ვიდეო)
ინგლისმა მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი დაკარგა (ვიდეო)

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი ნობი სტაილზი 30 ოქტომბერს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, – დაწერა გაზეთმა „გარდიანმა“.

ლეგენდარული ფეხბურთელი მრავალი წლის განმავლობაში ებრძოდა მძიმე დაავადებას. სტაილზის ახლობლების სიტყვებით, „ის ოჯახის წევრების გარემოცვაში მშვიდად გარდაიცვალა“.

თავისი ყოფილი ფეხბურთელის გარდაცვალება უყურადღებოდ არ დაუტოვებია „მანჩესტერ იუნაიტედს“, რომელმაც განცხადება გაავრცელა: „ნობი ჩვენი კლუბის ისტორიაში ტიტანი იყო, რომელიც ყველას უყვარდა მინდორზე და მის მიღმა დიდი გულისა და ინდივიდუალურობის გამო. ის ძალიან დაგვაკლდება“.

სტაილზი მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი გახდა ინგლისის ნაკრების რიგებში, ასევე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად მოიგო ჩემპიონთა თასი.