ინგლისში 2018-2019 წლების სეზონი სუპერთასის მატჩით გაიხსნა. ქვეყნის ჩემპიონი “მანჩესტერ სიტი” “უემბლიზე” თასის მფლობელ “ჩელსის” ხვდებოდა.
მატჩის გმირი “სიტის” არგენტინელი ფორვარდი სერხიო აგუერო გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და თავის გუნდს 2:0 მოაგებინა. საინტერესოა, რომ 30 წლის აგუერო “სიტის” ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ამ გუნდში 200 გოლი გაიტანა. საგოლე გადაცემები მას ფილ ფოდენმა და ბერნარდო სილვამ გაუკეთეს.
“სიტიმ” თავის ისტორიაში მეხუთედ მოიგო ინგლისის სუპერთასი.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურიციო სარის დებიუტი.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
ჩელსი: კაბალიერო, ასპილიკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიში, ალონსო, ჟორჟინიო, ფაბრეგასი (დრინკოუტერი, 60), ბარკლი, პედრო (მოზესი, 80), ჰადსონ-ოდოი (ვილიანი, 60), მორატა (აბრაჰამი, 69).
სიტი: ბრავო, უოკერი, სტოუნზი, ლაპორტი, მენდი, ფერნანდინიო, ფოდენი (დიასი, 75), მაჰრეზი (გაბრიელ ჟესუსი, 69), ბერნარდო სილვა, სანე (გიუნდოგანი, 46), აგუერო (კომპანი, 80).