ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ნახევარფინალისტები ცნობილია #1TVSPORT
ინგლისში უძველესი საფეხბურთო ტურნირის, ასოციაციის თასის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.
მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად 2:1 „ბორნმუთი“ დაამარცხა. „ასტონ ვილამ“ ასევე სტუმრად „პრესტონს„ 3:0 სძლია. პენალტების სერიაში „ნოტინგემ ფორესტმა“ „ბრაიტონს“ აჯობა, ხოლო „კრისტალ პალასმა“ მეტოქის მოედანზე „ფულემს“ 3:0 მოუგო.
ტურნირის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე ჩატარდება. წილისყრის შემდეგ გაირკვა, რომ „ნოტინგემ ფორესტი“ „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება, ხოლო „ასტონ ვილა“ – „კრისტალ პალასს“.
ასოციაციის თასის ნახევარფინალები 26 და 27 აპრილსაა ჩანიშნული.