ინგლისის ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მამაკაცთა ნაკრებში შეიძლება საუტგეიტი შეცვალოს #1TVSPORT
ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია (FA) ქვეყნის ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სარინა ვიგმანს განიხილავს ინგლისის მამაკაცთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატად, – იტყობინება ტელეკომპანია ESPN-ი.
ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გარეტ საუტგეიტი დატოვებს თავის პოსტს, – განაცხადა FA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ბალინგემმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ქალთა ნაკრები ვიგმანის ხელმძღვანელობით 2022 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე კი ფინალშია გასული, სადაც 20 აგვისტოს ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.
ვიგმანი ინგლისის ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2021 წლის სექტემბერში გახდა – მან ამ პოსტზე ფილ ნევილი შეცვალა.
საუტგეიტის კონტრაქტი ინგლისის მამაკაცთა ნაკრებთან ევრო 2024-ის ბოლომდეა ძალაში.