ინგლისის ქალ მორაგბეთა ნაკრების წევრი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა
ინგლისის ქალ მორაგბეთა ნაკრების წევრი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინგლისის ქალ მორაგბეთა ნაკრებისა და სარაგბო კლუბ „ფედერსტოუნ როვერსის“ მოთამაშე ნატალი ჰაროუელი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC).

ჰაროუელს სამი მატჩი ჰქონდა ჩატარებული ეროვნულ ნაკრებში, თავის კლუბს კი 2017 წელს ქალთა სარაგბო ლიგის ფინალში გასვლაში დაეხმარა, სადაც „ბრედფორდთან“ დამარცხდა.

სპორტსმენის გარდაცვალების გარემოებებისა და მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.