ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ წლის მოთამაშედ ფილ ფოდენი დაასახელა #1TVSPORT
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ინგლისის წლის ფეხბურთელად – ფილ ფოდენი, ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ კოულ პალმერი დაასახელა.
ასოციაცია ყოველწლიურად ინგლისის პრემიერლიგის სეზონის მიხედვით თავის რჩეულებს ასახელებს. ბოლოს ორივე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო ინგლისელმა ფეხბურთელებმა 2009/10 წლის სეზონში მოიპოვეს.
ფილ ფოდენმა „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად პრემიერლიგა მოიგო, სადაც 35 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა. 23 წლის ასაკში მას უკვე ექვსჯერ აქვს მოგებული ჩემპიონის ტიტული, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
რაც შეეხება კოულ პალმერს, 22 წლის ფეხბურთელმა „ჩელსის“ შემადგენლობაში პრემიერლიგის 34 მატჩში 22 გოლი გაიტანა. მან თავის გამოჩენა ევრო 2024-ის ფინალში, ესპანეთის ნაკრებთანაც შეძლო.
ასოციაციამ ასევე დაასახელა სეზონის სიმბოლური გუნდი. მასში ყველაზე მეტი, ხუთი მოთამაშე „არსენალიდან“ მოხვდა. მიკელ არტეტას გაწვრთნილმა გუნდმა პრემიერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა.
მეკარე: დავიდ რაია („არსენალი“)
მცველები: ვილიამ სალიბა, გაბრიელ მაგალაეში („არსენალი“), ვირჯილ ვან დაიკი („ლივერპული“), კაილ უოლკერი („მანჩესტერ სიტი“)
ნახევარმცველები: როდრი („მანჩესტერ სიტი“), მარტინ ოდეგორი, დეკლან რაისი („არსენალი“)
თავდამსხმელები: ერლინგ ჰალანდი, ფილ ფოდენი („მანჩესტერ სიტი“), ოლი უოტკინსი („ასტონ ვილა“)