ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა VAR-ის სისტემის შენარჩუნებას მხარი დაუჭირეს #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბ „ვულვზის“ ინიციატივით, ინგლისის პრემიერლიგის კლუბები მომდევნო სეზონიდან VAR-ის სისტემის გამოყენების გაუქმებასთან დაკავშირებით შეიკრიბნენ.
20-დან 19-მა კლუბმა ვიდეორეფერის დარჩენას მხარი დაუჭირა. სისტემის წინააღმდეგ მხოლოდ იდეის ინიცატორი „ვულვზი“ იყო.
პრემიერლიგაში VAR-ი 2019 წლიდან გამოიყენება. ასევე გადაწყდა, რომ 2024 წლის შემოდგომიდან ინგლისის ჩემპიონატში ნახევრადავტომატურ თამაშგარე მდგომარეობის სისტემას დანერგავენ, რომელსაც იტალიის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე უკვე მოიხმარენ.