ინგლისის პრემიერლიგამ „ნოტინგემ ფორესტს“ ოთხი ქულა დააკლო #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგამ „ნოტინგემ ფორესტს“ ოთხი ქულა დააკლო #1TVSPORT

ფინანსური რეგულაციების დარღვევისთვის ინგლისის პრემიერლიგამ „ნოტინგემ ფორესტს“ ოთხი ქულა დააკლო, რის შემდეგაც გუნდი 21 ქულით მე-18 ადგილზე, გასავარდნთა ზონაში აღმოჩნდა.

რამდენიმე თვის წინ პრემიერლიგამ 10 ქულა „ევერტონსაც“ დააკლო, გასაჩივრების შემდეგ კი ოთხი დაუბრუნა და ამჟამად მერსისაიდელები გათამაშების ცხრილში მე-16 ადგილზე არიან.

როგორც ბრიტანული მედია გვამცნობს, „ნოტინგემ ფორესტი“ პრემიერლიგის გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს. კლუბი სანქციებს არ ეთანხმება.

ამ მომენტისთვის „ნოტინგემ ფორესტს“ და, შესაბამისად, გასავარდნთა ზონას „ლუტონი“ ასწრებს, „მექუდეები“ 22 ქულით მე-17 ადგილზე არიან.