ინგლისის პრემიერ ლიგა ლგბტ აქციას შეუერთდა
ინგლისის პრემიერ ლიგა ლგბტ აქციას შეუერთდა

ინგლისის პრემიერ ლიგა შეუერთდა აქციას, რომლის სახელწოდებაა – “ცისარტყელას მაქმანები”. ეს კამპანია მიმართულია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანთა მხარდასაჭერად და ის 24 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ამ უქმეებზე, პრემიერ ლიგის ყველა მატჩში გუნდის კაპიტნები მოედანზე გავლენ სამკლაურით ცისარტყელას ფერებში. ასევე, ცისარტყელას ფერებში იქნება გაფორმებული კუთხურის ალმები.

პირველი კლუბი, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი ახალ აქციას, “ლივერპული” გახდა. უფრო ადრე, ამ კამპანიას შეუერთდნენ ჩემპიონშიფის კლუბები.