ინგლისის პრემიერლიგა - ფეხბურთი განახლდება მაშინ, როცა სიტუაცია უსაფრთხო გახდება
ინგლისის პრემიერლიგა - ფეხბურთი განახლდება მაშინ, როცა სიტუაცია უსაფრთხო გახდება

ინგლისის პრემიერლიგის, ინგლისის საფეხბურთო ლიგისა და პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა გამოაქვეყნეს განცხადება ინგლისურ ფეხბურთში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე.

„პრემიერლიგამ, საფეხბურთო ლიგამ და პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ მოაწყვეს შეხვედრა, რომელზეც განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებული რამდენიმე პრობლემა. მიღწეულია შეთანხმება იმის შესახებ, რომ ფეხბურთელთა, მწვრთნელთა, კლუბების მომსახურე პერსონალისა და გულშემატკივართა ჯანმრთელობა პრიორიტეტულია. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ფეხბურთის დაბრუნდება მხოლოდ მაშინ, როცა ეს უსაფრთხო იქნება ყველასთვის. უახლოეს 48 საათში განვიხილავთ მოთამაშეთა ხელფასებსა და სეზონის განახლებას“, – წერია განცხადებაში.