ინგლისის პრემიერლიგამ გამოაცხადა, რომ ძალიან მალე დიდების დარბაზი გაიხსნება. 19 მარტს გამოაცხადებენ პირველ ორ ფეხბურთელს, რომლებსაც ამ ორგანიზაციის წევრობის პატივი ერგებათ.
აღნიშნავენ, რომ დიდების დარბაზში შეყვანა პრემიერლიგის მოთამაშეებისთვის მიჩნეული იქნება, როგორც უმაღლესი პატივის გამოვლენა.
უახლოეს დროში, ლიგა ასევე გამოაცხადებს ნომინანტთა მოკლე სიას, რომელთაგანაც დიდების დარბაზის კიდევ რამდენიმე წევრს აირჩევენ. ხმის მიცემაში გულშემატკივრები მიიღებენ მონაწილეობას.
„1992 წლიდან, ინგლისის პრემიერლიგა მსოფლიო დონის ფეხბურთელთა ლიგა გახდა. ისინი წლიდან წლამდე გვჩუქნიან ფანტასტიკურ სანახაობას. დიდების დარბაზში კი ადგილი დაბევებული ექნებათ მხოლოდ ყველაზე საუკეთესოებს“, – განაცხადა პრემიერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ მასტერსმა.