ინგლისის ნაკრებში ორი დებიუტანტი გამოიძახეს

19:06, 29.08.2019

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუტგეიტმა გამოაცხადა იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც მოემზადებიან ევრო 2020-ის საკვალიფიკაციოს მატჩებისთვის.

პირველად ეროვნულ გუნდში მიწვეულნი არიან მცველები – აარონ ვან-ბისაკა („მანჩესტერ იუნაიტედი“) და ტაირონ მინგსი („ასტონ ვილა“).

ინგლისის ნაკრებში დებიუტის საშუალება ექნებათ „ლესტერისა“ და „ჩელსის“ ნახევარმცველებს – ჯეიმს მედისონსა და მეისონ მაუნტს. ისინი ადრე იყვნენ გამოძახებულნი ეროვნულ გუნდში, მაგრამ არ უთამაშიათ.

ინგლისელთა სრული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები – ტომ ჰიტონი (ასტონ ვილა), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ნიკ პოული (ბარნლი);

მცველები – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ბენ ჩილუელი (ლესტერი), ჯო გომესი (ლივერპული), მაიკლ კინი (ევერტონი), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტაირონ მინგსი (ასტონ ვილა), დენი როუზი (ტოტენჰემი), კირან ტრიპიერი (ატლეტიკო, ესპანეთი), აარონ ვან-ბისაკა (მანჩესტერ იუნაიტედი);

ნახევარმცველები – როს ბარკლი (ჩელსი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), ჯეიმს მედისონი (ლესტერი), მეისონ მაუნტი (ჩელსი), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ლივერპული), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი), ჰარი უინქსი (ტოტენჰემი);

ფორვარდები – ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ჯესი ლინგარდი (მანჩესტერ იუნაიტედი), მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი, გერმანია), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი).

ინგლისის ნაკრები შვიდ სექტემბერს, „უემბლიზე“ მიიღებს ბულგარეთს, 10 სექმებერს კი საუთჰემპტონში უმასპინძლებენ კოსოვოს.

მსგავსი