ინგლისის ნაკრებს ერთა ლიგის მატჩებისთვის სამი ფეხბურთელი გამოაკლდა #1TVSPORT
ინგლისის ეროვნულ ნაკრებს უეფა-ს ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის შემადგენლობაში გამოძახებული სამი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება.
ტრავმების გამო საწვრთნელ შეკრებას კობი მეინუ („მანჩესტერ იუნაიტედი“), მორგან გიბს-უაითი („ნოტინგემი“) და ეზრი კონსა („ასტონ ვილა“) გამოაკლდნენ.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლი კარსლი მათ შემცვლელებს უახლოეს დღეებში დაასახელებს.
ინგლისის ეროვნული გუნდი ერთა ლიგაზე B დივიზიონში გამოდის. სექტემბერში ბრიტანელებმა ფინეთი და ირლანდია დაამარცხეს, ხოლო ოქტომბერში ისევ ფინეთს და საბერძნეთს დაუპირისპირდებიან.