ინგლისის ნაკრებმა მეათასე საიუბილეო მატჩი ჩერნოგორიის განადგურებით აღნიშნა - 7:0
ინგლისის ეროვნული გუნდი ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ამ შედეგის მისაღწევად ინგლისის ნაკრებისთვის საკმარისი იყო, რომ საკუთარ კედლებში ჩერნოგორიასთან არ წაეგო.
ინგლისელებმა პროგრამა მინიმუმს „ცოტა“ გადააჭარბეს და მეტოქეს 7 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
ინგლისელების „დაუნდობლობას“ მნიშვნელოვანი და სიმბოლური მიზეზი ჰქონდა.
საქმე ისაა, რომ პლანეტის უძველესმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში მეათასე შეხვედრა გამართა და საიუბილეო მატჩს ჩერნოგორია ემსხვერპლა.
ბოლოს ასეთი დიდი ანგარიშით ინგლისელებმა 2013 წელს გაიმარჯვეს, როცა ჯუჯა სახელმწიფოს, სან-მარინოს ეროვნული ნაკრები სტუმრად დაამარცხეს – 0:8.