ინგლისის ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა - გუნდში სამი დებიუტანტი და მაგუაირი არიან გამოძახებულნი
ინგლისის ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა - გუნდში სამი დებიუტანტი და მაგუაირი არიან გამოძახებულნი

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუტგეიტმა დაასახელა თავისი გუნდის შემადგენლობა ერთა ლიგაზე ისლანდიასთან (5 სექტემბერი) და დანიასთან (8 სექტემბერი) მატჩებისთვის.

ნაკრებში პირველი გამოძახება მიიღეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა მეისონ გრინვუდმა, „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ფილიპ ფოდენმა და „ლიდს იუნაიტედის“ ნახევარმცველმა კელვინ ფილიპსმა.

გარდა ამისა, ნაკრებში გამოძახებულია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაირი, რომელსაც ეროვნული გუნდიდან გაძევება ემუქრებოდა საბერძნეთში პოლიციელებზე თავდასხმის გამო.

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები – დინ ჰენდერსონი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ნიკ პოუპი (ბარნლი);

მცველები – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯო გომესი (ლივერპული), მაიკლ კინი (ევერტონი), ტაირონ მინგზი (ასტონ ვილა), კირან ტრიპიერი (ატლეტიკო, ინგლისი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი);

ნახევარმცველები – ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), მეისონ მაუნტი (ჩელსი), კელვინ ფილიპსი (ლიდს იუნაიტედი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი), ჰარი უინქსი (ტოტენჰემი), ჯეიმს უორდ-პროუზი (საუთჰემპტონი), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი, გერმანია);

ფორვარდები – ტამი აბრაჰამი (ჩელსი), მეისონ გრინვუდი (მანჩესტერ იუნაიტედი), დენი ინგზი (საუთჰემპტონი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).