ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა #1TVSPORT
ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი პოლ მარინერი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ეროვნული გუნდის პრესსამსახურმა დაწერა.

მარინერი ინგლისის ნაკრებში 1977-1985 წლებში თამაშობდა. მის ანგარიშზეა 35 მატჩი და 13 გოლი.

საკლუბო დონეზე ფეხბურთელი გამოდიოდა „იფსვიჩში“, რომელთან ერთადაც მოიგო უეფას თასი (1981) და ინგლისის თასი (1978), „პლიმუტში“, „არსენალში“ და „პორტსმუტში“.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, მარინერი ავარჯიშებდა „პლიმუტს“, ამერიკულ „ნიუ ინგლენდსა“ და კანადურ „ტორონტოს“.

დატოვე კომენტარი