ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ევრო 2024-ზე ჯეიმს მედისონს არ წაიყვანს #1TVSPORT
ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ევრო 2024-ზე ჯეიმს მედისონს არ წაიყვანს #1TVSPORT

ბრიტანული სპორტული მედიის ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გარეთ საუთგეიტის გადაწყვეტილებით, ევრო 2024-ზე „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი ჯეიმს მედისონი არ გაემგზავრება.

საუთგეიტმა ცოტა ხნის წინ ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, ხოლო 7 ივნისამდე უეფა-ს საბოლოო, 26-კაციანი სია უნდა წარუდგინოს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ევროპის ჩემპიონატზე „ლივერპულის“ ორი ფეხბურთელი – კურტის ჯონსი და ჯარელ ქუანსაც ვერ მოხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე სერბეთს, დანიასა და სლოვენიას შეხვდება.