ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევრო 2024-ის მოსამზადებელი ეტაპისთვის 33-კაციანი შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა ევრო 2024-ისთვის გუნდის გაფართოებული, 33-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ინგლისელები კონტინენტის პირველობის დაწყებამდე ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. 3 ივნისს ბოსნია და ჰერეცეგოვინას შეხვდებიან, ხოლო 7 ივნისს – ისლანდიას.
გარეთ საუთგეიტი საბოლოო, 26-კაციან განაცხადს უეფა-ს საკონტროლო მატჩების შემდეგ წარუდგენს.
ინგლისის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: დინ ჰენდერსონი (კრისტალ პალასი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ჯეიმს ტრაფორდი (ბარნლი), აარონ რამსდეილი (არსენალი).
მცველები: ჯარედ ბრანსუეითი (ევერტონი), ლუის დანკი (ბრაიტონი), ჯო გომესი (ლივერპული), მარკ გეჰი (კრისტალ პალასი), ეზრი კონსა (ასტონ ვილა), ჰარი მაგუაიერი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯარედ ქუანსა (ლივერპული), ლუკ შო (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), კირან ტრიპიერი (ნიუკასლი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი).
ნახევარმცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), კონორ გალაჰერი (ჩელსი), კერტის ჯონსი (ლივერპული), კობი მეინუ (მანჩესტერ იუნაიტედი), დეკლან რაისი (არსენალი), ადამ უორტონი (კრისტალ პალასი).
ფორვარდები: ჯუდ ბელინგემი (რეალ მადრიდი), ჯაროდ ბოუენი (ვესტ ჰემი), ებერიჩი ეზე (კრისტალ პალასი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტი), ენტონი გორდონი (ნიუკასლი), ჰარი კეინი (მიუნხენის ბაიერნი), ჯეიმს მედისონი (ტოტენჰემი), კოულ პალმერი (ჩელსი), ბუკაიო საკა (არსენალი), აივან ტოუნი (ბრენტფორდი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა).