ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა კოკაინი მიიღო
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა კოკაინი მიიღო

ბრიტანულმა გამოცემა „სანმა“ (The Sun) გამოაქვეყნა სკანდალური სტატია იმის შესახებ, რომ ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი კლუბის მიერ მოწყობილ წვეულებაზე კოკაინის გამოყენებაში გამოიჭირეს.

ფეხბურთელი, რომლის ვინაობასაც არ ამხელენ, თანაგუნდელმა შეამჩნია იმ დროს, როცა ის ტუალეტში კოკაინს ყნოსავდა. ამის შემდეგ, დამნაშავე ფეხბურთელი არაადეკვატურად იქცეოდა და კლუბის მენეჯერმა ის შინ ტაქსით გაუშვა, რადგან მიიჩნია, რომ ალკოჰოლის ზედმეტი დოზა ჰქონდა მიღებული.

გაზეთის ინკოგნიტო წყარო ამბობს, რომ გუნდში ამის შესახებ უკვე ყველამ იცის.

„ეს მოხდა კლუბის ოფიციალურ საშობაო საღამოზე. მან მანამდე ჩააბარა ტესტი დოპინგსა და ნარკოტიკებზე, ამიტომაც მიიღო კოკაინი, რადგან იცოდა, რომ გამოჭერის რისკი არ არსებობდა“, – წერს „სანი“. – „გუნდის შედეგები არადამაკმაყოფილებელია, ამას კი ეს ეპიზოდი დაემატა – ეს ყველაფერი ანგრევს გუნდურ ატმოსფეროს. კლუბში ყველა შოკირებულია“.