ინგლისის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, შესაძლოა, ტომას ტუხელი გახდეს #1TVSPORT
გერმანელი სპეციალისტი ტომას ტუხელი, შესაძლოა, ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს, – ინფორმაციას გერმანული ტელევიზია Welt-TV ავრცელებს.
ტუხელი და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაა პოტენციურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადიან.
51 წლის სპეციალისტმა გასული სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და მას შემდეგ თავისუფალია.
ინგლისის ნაკრებს ამ ეტაპზე დროებითი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, გუნდს ლი კარსლი ავარჯიშებს, რომლის ხელმძღვანელობითაც ერთა ლიგაზე ინგლისი „უემბლიზე“ საბერძნეთთან დამარცხდა.