ცნობილი გახდა ინგლისის ლიგის თასის ფინალური წყვილი. 24 თებერვალს, გადამწყვეტ მატჩში „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“ შეხვდებიან ერთმანეთს.
მეორე ნახევარფინალის მეორე მატჩში „ჩელსიმ“ პენალტების სერიაში დაამარცხა „ტოტენჰემი“, რომელიც ძალიან დასუსტებული შემადგენლობით თამაშობდა – ტრავმების გამო აკლდა ჰარი კეინი და დელე ალი, ხოლო აზიის თასზე იმყოფება სეონ-მინ ჰონი.
პირველი მატჩი „ტოტენჰემს“ 1:0 ჰქონდა მოგებული. განმეორებით მატჩში „ჩელსიმ“ პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანა – თავი ნ’გოლო კანტემ და ედენ აზარმა გამოიჩინეს. „ტოტენჰემმა“ მეორე ტაიმში ერთი საპასუხო გოლი მიითვალა – მისი ავტორი ფერნანდო ლორენტეა. ორი მატჩის ჯამში ანგარიში 2:2 იყო.
იმის გამო, რომ ინგლისის ლიგის თასზე სტუმრად გატანილი გოლის წესი არ მოქმედებს, დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც „ტოტენჰემის“ მხრიდან 11-მეტრიანები გააფუჭეს ერიკ დაიერმა და ლუკაშ მოურამ „ჩელსიმ“ 4:2 მოიგო.