ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია - ჩვენი მეტოქე საქართველოს ძლიერი გუნდი იყო #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ინგლისის 21-წლამდელთა გუნდი დაამარცხა. ამ გუნდს ინგლისის ცნობილი კლუბების მოთამაშეები წარმოადგენდნენ. ბათუმში რამაზ სვანაძის გუნდი ინგლისის ნაკრების ამ შემადგენლობას დაუპირისპირდა.
ინგლისი U21
ეტიენ გრინი (სენტ-ეტიენი), ლუკ ტომასი (ლესტერ სიტი), რიან ბრიუსტერი (შეფილდ იუნაიტედი), ფოლარინ ბალოგანი (არსენალი), ანხელ გომესი (ლილი), ტომი დოილი (ჰამბურგი), ჩარლი კრესველი (ლიდსი იუნაიტედი), კლინტონ მოული (შტუტგარტი), ჯეიმს გარნერი (ნოტინჰემ ფორესტი), მორგან გიბს-უაიტი (შეფილდ იუნაიტედი), კოდი დრამა (ლიდს იუნაიტედი)
შეცვლაზე ითამაშეს: სემ გრინვუდი (ლიდსი), ენტონი გორდონი (ევერტონი), ოლივერ სკიპი (ტოტენჰემი), მაქს აარონსი (ნორვიჩ სიტი), მარკ გუეჰი (კრისტალი)
გამოუყენებელი ცვლილებები: ჯოზეფ ბურსიკი (სტოკ სიტი), ჯოშ გრიფიტსი (ლინკოლნ სიტი), ტეილორ ჰარვუდ-ბელისი (ანდერლეხტი), ჯეიკობ რამზი (ასტონ ვილა).
გოლები სემ გრინვუდმა („ლიდსი“, 81) და მარკ გუეჰიმ („კრისტალი“, 90 + 4) გაიტანეს. ამ დროს, საქართველოს ნაკრებში ყველაზე ცნობილი ესპანეთის ჩემპიონატიდან „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი, ესპანურ „ალავესის“ ასაკობრივი გუნდიდან თავდამსხმელი გიორგი გაგუა, ესპანური „კადისიდან“ მცველი ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა, ჩეხეთის პრაღის „სპარტას“ უკანახაზელი ივა გელაშვილი და რუსულ „ურალიდან“ ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე იყვნენ.
დანარჩენები წარმოადგენდნენ „საბურთალოს“ (სამივე გოლი ამ გუნდის წევრებმა, გიორგი გულიაშვილმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა გაიტანეს), „დინამო თბილისს“, „ლოკომოტივს“, გორის „დილას“, „თელავს“, „სამტრედიას“, ლიგა2-ის „გაგრას“, მესამე ლიგის ფოთის „კოლხეთი 1913“-ს,
ამის მიუხედავად, მრავლისმეტყველი იყო ფრაზა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე მატჩის შემდეგ დადებული მიმოხილვიდან – „ინლისის ახალგაზრდულ ნაკრებში მწვრთნელმა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი ათამაშა მატჩში, რომელშიც ჩვენი მეტოქე საქართველოს ძლიერი გუნდი იყო“.