ინგლისის ჩემპიონატი - XXVII ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ინგლისის ჩემპიონატი - XXVII ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები
– დავიდ დე ხეა პრემიერლიგის ისტორიაში მეშვიდე მოთამაშეა, ვინც მე-100 მატჩში საკუთარი კარი „მშრალად“ შეინახა.
– „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ მატჩის პირველ ტაიმში ოთხი შეცვლა განხორციელდა – პირველად 2009 წლის შემდეგ.
– „არსენალი“ შინ 12 მატჩია არ აგებს და ექვსმატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
– ბოლო 23 თვეში „ლესტერმა“ მესამე მწვრთნელი გაათავისუფლა.
– 71 წლის როი ჰოჯსონი გახდა ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი პრემიერლიგის ისტორიაში.
– პრემიერლიგაში „ბარნლის“ დაუმარცხებელი სერია შვიდ მატჩამდე ავიდა.
მიში ბატშუაიმ 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად პრემიერლიგაში გაიტანა.

შედეგები

კარდიფი-უოტფორდი 1:5
გოლები: 0:1 დეულოფეუ (18), 0:2 დეულოფეუ (61), 0:3 დეულოფეუ (63), 0:4 დინი (73), 1:4 ბამბა (82), 1:5 დინი (90+1)

ვესტ ჰემი-ფულჰემი 3:1
გოლები: 0:1 ბაბელი (3), 1:1 ხავიერ ერნანდესი (29), 2:1 დიოპი (40), 3:1 ანტონიო (90+1)

ბარნლი-ტოტენჰემი 2:1
გოლები: 1:0 ვუდი (57), 1:1 კეინი (65), 2:1 ბარნსი (83)

ბორნმუთი-ვულვზი 1:1
გოლები: 1:0 ჯ. კინგი (14-პენ), 1:1 ხიმენესი (83-პენ)

ნიუკასლი-ჰადერსფილდი 2:0
გოლები: 1:0 რონდონი (46), 2:0 პერესი (52)
გაძევება: სმიტი (20. ჰადერსფილდი)

ლესტერი-კრ. პალასი 1:4
გოლები: 0:1 ბატშუაი (40), 1:1 ევანსი (64), 1:2 ზაჰა (70), 1:3 მილივოიევიჩი (81-პენ), 1:4 ზაჰა (90+3)

არსენალი-საუთჰემპტონი 2:0
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (6), 2:0 მხითარიანი (17)

მანჩესტერ იუნ-ლივერპული 0:0

სატურნირო მდგომარეობა
1. ლივერპული – 66 ქულა
2. მანჩესტ. სიტი – 65
3. ტოტენჰემი – 60
4. არსენალი – 53
5. მანჩესტ. იუნ – 52
6. ჩელსი – 50

ბომბარდირები
17 – მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
17 – სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
15 – პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი)
15 – ჰარი კეინი (ტოტენჰემი)