ინგლისის ჩემპიონატი | XVII ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ინგლისის ჩემპიონატი | XVII ტურის ფაქტები და სტატისტიკა

– შეწყდა „არსენალის“ 22-მატჩიანი წაუგებელი სერია.
– „არსენალი“ ჩემპიონატის არც ერთ მატჩში არ ყოფილა ლიდერი პირველი ტაიმის შემდეგ.
– გაბრიელ ჟესუსმა („მანჩესტერ სიტი“) აგვისტოს შემდეგ პირველად გაიტანა. მისი უგოლო სერია 11 მატჩი და 487 წუთი გრძელდებოდა.
– ჰენრიხ მხითარიანმა („არსენალი“) პრემიერლიგაში პირველი დუბლი შეასრულა.
– „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 17 ტურში 26 ქულა დააგროვა. ასეთი ცუდი შედეგი ჩემპიონატის ამ მომენტისთვის გუნდს 1990-91 წლების სეზონში ჰქონდა.
– „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 29 გოლი გაუშვა. ეს იმაზე მეტია, რაც მთლიანად გასულ სეზონში ჰქონდა (28).
– ედენ აზარი („ჩელსი“) პრემიერლიგის ლიდერია გოლი+პასი სისტემით. 16 მატჩში 17 ქულა (8 გოლი+9 პასი) დააგროვა.
– ედენ აზარს ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს შესრულებული პრემიერლიგაში.
– მაურიციო პოჩეტინომ მე-100 მატჩი მოიგო პრემიერლიგაში „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის რანგში. ამისთვის მას 169 მატჩი დასჭირდა.

მანჩესტერ სიტი-ევერტონი 3:1
გოლები: 1:0 გაბრიელ ჟეზუში (22), 2:0 გაბრიელ ჟეზუში (50), 2:1 კალვერტ-ლიუინი (65), 3:1 სტერლინგი (69)

კრ. პალასი-ლესტერი 1:0
გოლი: 1:0 მილივოიევიჩი (39)

ტოტენჰემი-ბარნლი 1:0
გოლი: 1:0 ერიკსენი (90+1)

ჰადერსფილდი-ნიუკასლი 0:1
გოლი: 0:1 რონდონი (55)

უოტფორდი-კარდიფი 3:2
გოლები: 1:0 დეულოფეუ (16), 2:0 ჰოლებასი (52), 3:0 კინა (68), 3:1 ჰოილეტი (80), 3:2 რეიდი (82)

ვულვზი-ბორნმუთი 2:0
გოლები: 1:0 ხიმენესი (12), 2:0 კავალეირო (90+4)

ფულჰემი-ვესტ ჰემი 0:2
გოლები: 0:1 სნოდგრასი (17), 0:2 ანტონიო (29)

ბრაიტონი-ჩელსი 1:2
გოლები: 0:1 პედრო (17), 0:2 აზარი (33), 1:2 მერჩი (66)

საუთჰემპტონი-არსენალი 3:2
გოლები: 1:0 ინგსი (20), 1:1 მხითარიანი (28), 2:1 ინგსი (44), 2:2 მხითარიანი (53), 3:2 ოსტინი (85)

ლივერპული-მანჩესტერ იუნ 3:1
გოლები: 1:0 მანე (24), 1:1 ლინგარდი (33), 2:1 შაჩირი (73), 3:1 შაჩირი (80)

1. ლივერპული – 45 ქულა
2. მანჩესტ. სიტი – 44
3. ტოტენჰემი – 39
4. ჩელსი – 37
5. არსენალი – 34
6. მანჩესტ. იუნ – 26

ბომბარდირები
10 – მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
10 – პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი)
9 – რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი)
9 – ჰარი კეინი (ტოტენჰემი)