ინგლისის ჩემპიონატი - V ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ინგლისის ჩემპიონატი - V ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* ინგლისის პრემიერლიგაში 46 მატჩი გაიმართა და 171 გოლი გავიდა. საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 3.72 გოლს. ეს საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 60 წელიწადში.

* „ასტონ ვილამ” ბოლო 90 წელიწადში პირველად მოიგო სეზონის სტარტზე ოთხიდან ოთხი მატჩი. შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, ბირმინგემულ კლუბს რვამატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – პირველად 2011 წლის შემდეგ.

* ჰეონ-მინ სონს ამ სეზონში უკვე შვიდი გოლი დაუგროვდა პრემიერლიგაში. ამისთვის მას შვიდი ზუსტი დარტყმა დასჭირდა.

* ჰარი კეინი პირველი ფეხბურთელი გახდა პრემიერლიგის ისტორიაში, ვინც ჩემპიონატის პირველ ხუთ მატჩში 12 გოლში მიიღო მონაწილეობა – 5 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა.

* „ლივერპულს” ბოლო 23 მატჩი არ წაუგია „ევერტონთან”.

* მოჰამედ სალაჰმა ყველა ტურნირის ჩათვლით მე-100 გოლი შეაგდო „ლივერპულის” მაისურით.

* ჩემპიონატის ბოლო 10 მატჩიდან „მანჩესტერ სიტის” ერთიც არ წაუგია „არსენალთან”.

 

შედეგები

ევერტონი-ლივერპული            2:2

გოლები: 0:1 მანე (3), 1:1 კინი (19), 1:2 სალაჰი (72), 2:2 კალვერტ-ლიუინი (81)

 

ჩელსი-საუთჰემპტონი            3:3

გოლები: 1:0 ვერნერი (15), 2:0 ვერნერი (28), 2:1 ინგსი (43), 2:2 ადამსი (57), 3:2 ჰავერტცი (59), 3:3 ვესტერგაარდი (90+2)

 

მანჩესტერ სიტი-არსენალი      1:0

გოლი: 1:0 სტერლინგი (23)

 

ნიუკასლი-მანჩესტერ იუნ            1:4

გოლები: 1:0 შოუ (2-საკ. კარში), 1:1 მაგუაირი (23), 1:2 ბრუნო ფერნანდეში (86), 1:3 ვან-ბისაკა (90), 1:4 რაშფორდი (90+6)

 

შეფილდ იუნ-ფულჰემი            1:1

გოლები: 0:1 ლუქმენი (77), 1:1 შარპი (85-პენ)

 

კრ. პალასი-ბრაიტონი  1:1

გოლები: 1:0 ზაჰა (19), 1:1 მაკალისტერი (90)

 

ტოტენჰემი-ვესტ ჰემი 3:3

გოლები: 1:0 სონი (1), 2:0 კეინი (8), 3:0 კეინი (16), 3:1 ბალბუენა (82), 3:2 სანჩესი (85-საკ. კარში), 3:3 ლანცინი (90+4)

 

ვესტ ბრომვიჩი-ბარნლი ორშაბათს

ლიდსი-ვულვზი ორშაბათს

 

გათამაშების ცხრილი

  1. ევერტონი – 13 ქულა
  2. ლივერპული – 10
  3. ასტონ ვილა – 9
  4. ლესტერი – 9
  5. არსენალი – 9
  6. ტოტენჰემი – 8
  7. ჩელსი – 8
  8. ვესტ ჰემი – 7

 

ბომბარდირები

7 – კალვერტ-ლიუინი (ევერტონი)

7 – სონი (ტოტენჰემი)

6 – სალაჰი (ლივერპული)

5 – კეინი (ტოტენჰემი)

5 – ვარდი (ლესტერი)