ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე „ბარნლიში“ გადავიდა #1TVSPORT
ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე „ბარნლიში“ გადავიდა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მეკარე ჯეიმს ტრაფორდი „ბარნლიში“ გადავიდა.

პრემიერლიგის დებიუტანტმა გამოაცხადა 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ. მასთან ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბარნლი“ ფეხბურთელში 19 მილიონ ევროს გადაიხდის.

ტრაფორდს არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია პრემიერლიგაში, ბოლო ორი სეზონი მან „ბოლტონში“ ითამაშა.

ივლისში ტრაფორდი ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. ევრო 2023-ზე მან ექვსი მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუშვია.