ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია (ვიდეო)

მსოფლიო ჩემპიონატის მესამე მეოთხედფინალში ინგლისმა შვედეთის წინააღგმდეგ ძალზედ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მანამდე, ტურნირის მერვედფინალში, ბრიტანელებმა დაძაბულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში სძლიეს კოლუმბიელებს. შვედეთმა კი შვეიცარიის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშვა ფორსბერგის გოლით მოახერხა.

ინგლისელებმა მატჩის სადავეები ხელში პირველივე წუთებიდან აიღეს. მე-19 წუთზე გოლის გატანის შანსი ჰარი კეინს ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა მცირე მანძილით აცდა კარს.

თამაშის დაწყებიდან ზუსტად ნახევარი საათი იყო გასული, როდესაც ჰარი მაგუაიერი ეშლი იანგის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავური დარტყმით გამოეხმაურა და სანაკრებო კარიერის პირველი გოლი გაიტანა – შვედეთი 0:1 ინგლისი.

მატჩის მეორე ნახევრის სტარტზე შვედებს ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ. მარკუს ბერგის ზუსტი თავური დარტყმის შემდეგ პიკფორდმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და ინგლისი გადაარჩინა.

ინგლისელთა მეორე გოლი 59-ე წუთზე ჯესი ლინგარდის ზუსტ პასს მოჰყვა. დელე ალიმ საკუთარ ნაკრებს ორ ბურთიანი უპირატესობა თავური დარტყმით მოუტანა.

ბრიტანელებმა მატჩზე კონტროლი ძირითადი დროის ამოწურვამდე შეინარჩუნეს და შვედებს გოლის გატანის რეალური შანსი აღარ მიეცათ.

ტურნირის ნახევარფინალში ინგლისის მეტოქის ვინაობას დღეს, 22:00 საათზე, რუსეთისა და ხორვატიის შეხვედრა გამოავლენს.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!