ინგლისი და ირლანდია მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ერთობლივ განაცხადს ამზადებენ
ინგლისისა და ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციები აპირებენ ერთობლივი განაცხადი შეიტანონ მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე, – წერს გაზეთი „თაიმსი“.
ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ წარმატების მოპოვების დიდი შანსი აქვთ. საფეხბურთო ჩინოვნიკების სიტყვებით, მათი განაცხადი ძალიან დამაჯერებელი იქნება. თუ ორივე ქვეყნის მთავრობა მოიწონებს და მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას, „ფიფა“-ში ეს განაცხადი 2022 წელს შევა.
იგეგმება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ჩატარება მთელ ბრიტანეთში, ფინალს კი „უემბლი“ უმასპინძლებს.