ინგლისი 2030 წლის მუნდიალისთვის იწყებს ბრძოლას
ინგლისი 2030 წლის მუნდიალისთვის იწყებს ბრძოლას

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია აპირებს კიდევ ერთხელ შეიტანოს ფიფაში განაცხადი, ამჯერად 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით. ბოლო დიდი საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ნისლიან ალბიონზე გაიმართა, 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი იყო, მანამდე კი, 1966 წელს, ინგლისმა ისტორიაში პირველად და ერთადერთხელ უმასპინძლა მუნდიალს.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარე გრეგ კლარკი აცხადებს, რომ ამჯერად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა მსგავსი ნაბიჯის რენტაბელურობა დადგინდეს. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით 2019 წელს გავიგებთ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ერთდროულად იმართება, ლონდონის უემბლის სტადიონი შვიდ თამაშს უმასპინძლებს, 2021 წელს კი ინგლისი ქალთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი იქნება.