ინგლისელმა გულშემატკივრებმა ჩაკვეტაძეს ევრო 2024-ზე გასვლა მიულოცეს, „უოტფორდმა“ პრემიერლიგაში გადასვლის შანსი დაკარგა #1TVSPORT
ინგლისელმა გულშემატკივრებმა ჩაკვეტაძეს ევრო 2024-ზე გასვლა მიულოცეს, „უოტფორდმა“ პრემიერლიგაში გადასვლის შანსი დაკარგა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისური „უოტფორდის“ რიგებში მორიგი მატჩი „პრესტონთან“ ჩაატარა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

მატჩის დაწყებამდე ჩაკვეტაძეს „უოტფორდის“ გულშემატკივრებმა საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცეს. ქართველმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა.

„უოტფორდი“ ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში, ჩემპიონშიფში ჩატარებული 41 ტურის შემდეგ 51 ქულით მე-14 ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე პრემიერლიგაში გადასვლის შანსი აღარ აქვს.