ინგლისელი საფეხბურთო ექსპერტი - კვარაცხელიას წაქცევისთვის მსაჯს „ლივერპულის“ კარში პენალტი უნდა დაენიშნა [ვიდეო] #1TVSPORT

ინგლისურ გამოცემა tbrfootball-თან ინტერვიუში ცნობილი ექსპერტი გლენ მიურეი ამტკიცებს, რომ „ლივერპულთან“ „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას წაქცევისთვის მე-8 წუთზე პენალტი უნდა დანიშნულიყო.

„არა მგონია, რომ ეს მომენტი VAR-ს გადაემოწმებინა“, – Sky-ის ექსპერტი ამბობს, რომ „ლივერპულის“ ერთ-ერთ მოთამაშეს „ნაპოლის“ ფეხბურთელის წინააღმდეგ უხეშობა კინაღამ ძვირად დაუჯდა.

„ლივერპულის“ მცველი იბრაჰიმა კონატე Sky Sports-ის ექსპერტმა, გლენ მიურეიმ გადაცემა Soccer Special-ში გააკრიტიკა. მიურეი დარწმუნებულია, რომ 23 წლის მცველი გადაურჩა სასჯელს უხეშობისთვის, რომელსაც „ნაპოლის“ სასარგებლოდ პენალტი უნდა მოჰყოლოდა.

ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის ფინალში „ლივერპულმა“ „ენფილდზე“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მე-8 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მასპინძლების კარს შეუტია – ის დავარდა კონატესთან ორთაბრძოლის შემდეგ, რომელიც დაუსჯელი დარჩა. მარეიმ Soccer Special-ში საუბრისას განაცხადა, რომ პენალტი უნდა დანიშნულყო.

„კვარაცხელიას ამ ეპიზოდისთვის „ნაპოლის“ პენალტი უნდა მიეღო. ის კონატეს წინ იდგა და მცველმა ხელი უბიძგა. მსაჯმა უბრალოდ თამაში გააგრძელა. არა მგონია, რომ ეს ეპიზოდი VAR-ით გადამოწმებულიყო და არ ვიცი რატომ“, – ამბობს გლენ მიურეი.