იურგენ კლოპი - კვარაცხელია ძალიან სწრაფი და შესანიშნავი ფეხბურთელია #1TVSPORT
იურგენ კლოპი - კვარაცხელია ძალიან სწრაფი და შესანიშნავი ფეხბურთელია #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „ლივერპულთან“ სტუმრად 0:2 დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ლუჩანო სპალეტის გუნდმა 15 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კვარაცხელიასა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის დუელზე ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ თამაში საკმაოდ რთულია.

„კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია. მის წინააღმდეგ თამაში რთულია. ვიცი, რომ იმ მომენტებზე ისაუბრებენ, სადაც ტრენტი ბურთზე დასწრებას ცდილობდა. ის (კვარაცხელია) ძალიან კარგი ბიჭია, სწრაფია და როცა პირველ მოძრაობას იწყებს, მაშინვე მასთან უნდა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მცველის დაზღვევა არის საჭირო. მას შეუძლია ცენტრში შესვლა და ფლანგზე გაქცევა, სწორედ ამიტომაა მის წინააღმდეგ თამაში ასეთი რთული.“

„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას იტალიის სერია A-ში 5 ნოემბერს, 21:00-ზე „ატალანტას“ წინააღმდეგ გამართავს.