ინგლისელი ექსპერტი - გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში თამაშს მიუახლოვდა #1TVSPORT
„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი ვალერიან ისმაელი „ბირმინგემ სიტის“ წინააღმდეგ შაბათის შეხვედრაში შემადგენლობას არ შეცვლის, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო თერთმეტეულში თამაშს მიუახლოვდა, – ამტკიცებს პორტალ Footballleagueworld-ზე ექსპერტი ჯასტინ ბიტი.
„უოტფორდმა“ წარუმატებლად დაიწყო ინგლისის ჩემპიონშიფი. სეზონის გახსნის დღეს „ქუინს პარკ რეინჯერსთან“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, გუნდს ოთხი მატჩიდან არცერთი მოუგია. ამჟამად მე-18 ადგილზეა და მხოლოდ ხუთი ქულა აქვს.
ახალ თავდამსხმელ მილეტა რაიოვიჩის კარგი თამაშის მიუხედავად, „უოტფორდი“ ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაშია. ისმაელი ეძებს გზას, რომ გუნდმა გამარჯვება გაიხსენოს. ამიტომ, შაბათს რთული გამოცდა იქნება მეოთხე ადგილზე მყოფი „ბირმინგემის“ წინააღმდეგ, რომელიც ამ სეზონში ჯერ არ დამარცხებულა.
„ქოვენთრისთან“ სამი გოლის გატანის შემდეგ ისმაელი, სავარაუდოდ, შეტევაში რაიოვიჩის, ტომ ინსისა და მათეუს მარტინსის ტრიოს დატოვებს, თუმცა იასერ ასპრილიას, გიორგი ჩაკვეტაძესა და ვაკუნ ბაიოს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი აქვთ. ისინი უკვე სასტარტო თერთმეტეულს მიუახლოვდნენ“, – წერს ექსპერტი ჯასტინ ბიტი.