ინგლისელი ჟურნალისტი - ხვიჩა კვარაცხელიამ „ლივერპულში“ გადასვლა გადაიფიქრა #1TVSPORT
„ლივერპული“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას შეწყვეტს, რადგან ფეხბურთელმა „ნაპოლიში“ დარჩენა გადაწყვიტა – ამის შესახებ GiveMeSport-თან ინტერვიუში ინგლისის პრემიერლიგის კომენტატორმა და ჟურნალისტმა, ბენ ჯეიკობსმა განაცხადა.
„კვარაცხელიას „ლივერპულში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ არაერთხელ დაიწერა, მაგრამ, ახალი ინფორმაციით, ეს გარიგება აღარ შედგება, რადგან ფეხბურთელი მზადაა, „ნაპოლისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმოს.
კვარაცხელიას დამატება „ლივერპულისთვის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. ხვიჩა თავდაპირველად „ნაპოლის“ დატოვებას აპირებდა, მაგრამ ახლა გადაიფიქრა.
23 წლის გარემარბი, რომლის ხელფასი კვირაში დაახლოებით 30 ათასი ევროა, სერია A-ს კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, მას ხელფასიც მნიშვნელოვნად გაეზრდება, შესაბამისად, მერსისაიდელები კვარაცხელიას ტრანსფერზე აღარ ფიქრობენ.
ეს კარგი სიახლეა „ნაპოლისთვის“, რომელსაც კვარაცხელიასთან განშორება არ სურს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ „ნაპოლი“, შესაძლოა, ამ ზაფხულს ვიქტორ ოსიმენმა დატოვოს“, – განაცხადა ბენ ჯეიკობსმა.