ინგლისელი და ქართველი მორკინალები ორ დღიან ერთობლივ ვარჯიშს 14 და 15 თებერვალს ჩაატარებენ. ედი ჯონსის მიზანია, რომ ინგლისელი მორკინალები მსოფლიოში საუკეთესოები იყვნენ.
გუნდები ლატიმერის სკოლის სტადიონზე, შერკინებისა და აუტის კომპონენტებს დახვეწავენ.
მსგავსი ვარჯიში შარშან, ნოემბერში, ინგლისმა უელსთან ერთად ჩაატარა.
“ჩვენ საუკეთესო შერკინება გვსურს გვყავდეს, “ბორჯღალოსნებს” კი მსოფლიოში ყველაზე ღონიერი მორკინალები ჰყავთ, ეს შესანიშნავი შესაძლებლობა,” განაცხადა ჯოუნსმა.
“მილტონ ჰეიგი და რიჩარდ გრემი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელები) ჩემი კარგი მეგობრები არიან,” დაამატა მან.
ინგლისელთა კაპიტანის დილან ჰართლის თქმით, ეს ორივე გუნდისათვის სასარგებლო ვარჯიში იქნება:
“ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გამოვასწოროთ შერკინება, სწორ გზას ვადგავართ და ვთვლი, რომ ქართველებთან ვარჯიშისას ბევრს ვისწავლით.”