ინძაგის ამბიციური მიზანი - „ინტერმა“ ამ სეზონში 100 გოლი უნდა გაიტანოს #1TVSPORT
„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის შედეგი (3:0 „სპეციასთან“) შეაჯამა და ახალ სეზონში გუნდის გეგმებზე ისაუბრა:
„ლუკაკუ დაგვიბრუნდა, რაც ნიშნავს, რომ თავდასხმაში ჩვენი შესაძლებლობები გაიზრდება. გამიმართლა, რომ ჩვენს განკარგულებაში ოთხი დიდებული თავდამხმელია და ჩემი ამოცანა კარგი არჩევანის გაკეთებაა. იმედი გვაქვს, რომ სერია ა-ს ახალ სეზონში 100 გოლს გავიტანთ“, – ციტირებს სიმონე ინძაგის სიტყვებს Sky Sport Italia.
ინძაგის ამბიციები რეალობას მოკლებული ნამდვილად არ არის, რადგან იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში „ინტერმა“ 84 გოლის გატანა მოახერხა.